logo
ENG



"ვნახოთ, როგორ დასრულდება" - პუტინი უკრაინის კონტრშეტევაზე

16 სექ 202220:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/16/re6xavky6bdlw7v.jpg

"ვნახოთ, როგორ იქნება, როგორ დასრულდება", - ასე შეაფასა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის კონტრშეტევა.

პუტინი ამჟამად სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე იმყოფება.

"კიევის ხელისუფლებამ ხომ გამოაცხადა იმის შესახებ, რომ კონტრშეტევის აქტიურ ოპერაციას ატარებენ. ვნახოთ, როგორ იქნება, როგორ დასრულდება", - თქვა პუტინმა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხარკივის რეგიონის თითქმის მთლიანი რეგიონი დეოკუპირებულია.


close დახურვა